Skip to the page

ბუღალტერი - Mentor GEO

Academy of Digital IndustriesRecruiteeTbilisi, Georgia
Posted 26 OctFound 26 OctSeen 5 hours ago

Fit

The keywords the posting names, against what your resume says.

Add your resume to see which of its keywords you already have, and get a resume tailored to this posting. 10 a month, free.

The Posting

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი თაობის პრაქტიკოსი ბუღალტრები. ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ თეორიას, ჩვენ ვუზიარებთ რეალურ გამოცდილებას. თუ ხართ მოქმედი ბუღალტერი, რომელსაც უყვარს ცოდნის გაზიარება და სურს წვლილი შეიტანოს პროფესიონალების ჩამოყალიბებაში, ეს ადგილი თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • დამწყები ბუღალტრებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება
  • სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის ახსნა
  • საქართველოს საგადასახადო სისტემის სწავლება
  • RS.ge პლატფორმაზე მუშაობის სწავლება
  • Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების პრაქტიკული სწავლება
  • სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა, მონიტორინგი და წახალისება;
  • პრაქტიკული ქეისების მომზადება

ძირითად მოთხოვნები:

  • საბუღალტრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (5+ წელი)
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • RS.ge სისტემაში მუშაობის გამოცდილება
  • Excel-ის კარგი ცოდნა
  • უნარი, რთული ფინანსური ტერმინოლოგია ახსნათ მარტივი და გასაგები ენით.
  • ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები
  • სხვადასხვა ტიპის აუდიტორისთან მუშაობის უნარი

სასურველი:

ლექციების/ტრენინგების ჩატარების გამოცდილება

ACCA / სერტიფიკატები

ORIS/Balance/Fina/Superfin ან სხვა პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
  • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
  • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
  • რეფერალ პროგრამას;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.

Facts

Source
Recruitee
External id
2607288
Location
Tbilisi, Georgia
Remote
Hybrid, from the posting
Employment
Contract
Posted
26 Oct 2026, 09:46
First seen
26 Oct 2026, 10:08
Last seen
2 Nov 2026, 04:09
Status
Not yet added
Posting id
d967a645-1719-5226-896f-2862bb29ebf1