Skip to the page

დიჯითალ ოპერატორი - ბათუმი

TBCBANKSmartRecruitersბათუმი, GE
Posted 15 JunFound 20 OctSeen 3 hours ago

Fit

The keywords the posting names, against what your resume says.

Add your resume to see which of its keywords you already have, and get a resume tailored to this posting. 10 a month, free.

The Posting

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ციფრული სამყაროს ნაწილად ყოფნა?
გინდა იმუშაო ძლიერ ბრენდში, სადაც შენს განვითარებას რეალურად აფასებენ? შემოგვიერთდი თიბისიში პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და დაეხმარე ადამიანებს ციფრული სერვისების მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გამოყენებაში.

გახდი 33-წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი!

რას გააკეთებ ყოველდღიურად?

  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს პროაქტიულად შესთავაზებ სწორ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
  • გაუწევ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და ტრანზაქციებზე, ციფრულ არხებში
  • დაეხმარები მომხმარებლებს რეგისტრაციაში და პირველ ოპერაციებში — პროცესს მაქსიმალურად გაუმარტივებ
  • დააკვირდები მომხმარებლის გამოცდილებას და შენს უკუკავშირს გაუზიარებ თიბისის გუნდებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს

რას გთავაზობთ თიბისი?

ფინანსურ სარგებელს

  • ფიქსირებული ხელფასი + დამატებითი ყოველთვიური ბონუსი
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი

განვითარებას და კარიერულ ზრდას

  • 2-კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი (პიროვნული უნარები + საბანკო პროდუქტები)
  • წვდომა მრავალფეროვან შიდა და გარე ტრენინგებზე
  • საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება

დამატებით ბენეფიტებს

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის
  • ბრენდ მაღაზია
  • ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
  • ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
  • გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
  • გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

ლოკაცია: სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლები და სხვა ხალხმრავალი სივრცეები

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Facts

Source
SmartRecruiters
External id
744000132183428
Location
ბათუმი, Georgia
Remote
On-site, from the posting
Employment
Full time
Posted
15 Jun 2026, 11:57
First seen
20 Oct 2026, 03:04
Last seen
1 Nov 2026, 04:28
Status
Not yet added
Posting id
edb58130-35b4-5642-beee-9ce50bd451ff